ელვის პრესლი

aaaaaaცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ელვის პრესლი ძალიან იყო გატაცებული ნარკოტიკებით. მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე თავისი ექიმისგან 19 ათასი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო. 1981 წელს პრესლის ბიოგრაფმა ალბერტ გოლდმანმა გამოუშვა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ როკ–მუსიკოსი იმიტომ დაიღუპა, რომ გაუფრთხილებლობის გამო ზედმეტი ტრანკვილიზატორი მიიღო.

მართლაც, ტოქსიკოლოგებმა, რომლებიც მუსიკოსის დაღუპვის შემდეგ მის შიგნეულს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბოლო დღე–ღამის განმავლობაში მან 22 სახის წამალი მიიღო, მათ შორის: ელავილი, ავენტილი, მორფი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი, დიაზეპანი, ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, პლასიდილი.

გოლდმანს ბევრმა მიანიშნა ან პირდაპირ უთხრა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა. ცხრა წლის შემდეგ გოლდმანი იგივე დასკვნამდე მივიდა: ელვის პრესლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გოლდმანს მრავალი ფაქტი მოჰყავს, რომელიც ამ ვერსიას ადასტურებს. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, თითქოსდა სინდისის ქენჯნისგან თავის გასანთავისუფლებლად, ელვისმა თავისთან ბილი სტენლი მიიწვია და თვალცრემლიანმა სთხოვა პატიება, იმისთვის, რომ ოდესღაც მისი მეუღლე აცდუნა.

ბოლო დროს იგი მუდმივად საუბრობდა სიკვდილზე. როდესაც მან თავისი ბოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი ნახა, სადაც აშკარად ჩანდა, თუ როგორ გასუქდა, პრესლიმ თქვა: “ახლა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ კუბოში კარგი სანახავი ვიქნები”. როდესაც მისი მორიგი საყვარლის, ჯინჯერ ოლდენის დედა გარდაიცვალა, მიცვალებულთან მდგომმა პრესლიმ თქვა: “ძალიან მალე მე მის ადგილას აღმოვჩნდები”.

იგი დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე მომღერალს დევიდ სტენლი ესტუმრა. ელვისი მას მოეხვია და აქვითინდა, ხოლო გამომშვიდობებისას ჩაილაპარაკა: “ყველაფერი კარგად იქნება, დევიდ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მეტად ვეღარასოდეს გიხილავ. შემდეგი ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ზეცაში მოხდება”.

დევიდ სტენლი დარწმუნებულია, რომ სიკვდილზე ფიქრს პრესლის უძლიერებდა ორი ფაქტორი: საზოგადოების რეაქცია დასაბეჭდად გამზადებულ სკანდალურ წიგნზე, რომელშიც დაწვრილებით იყო საუბარი მის ყოფილ პირად მცველებზე და ახალი ტურნეს დროს თავისი თაყვანისმცემლების წინაშე წარდგომის აუცილებლობა.

აი, როგორ აღწერს პრესლის სიცოცხლის ბოლო დღეებს ალბერტ გოლდმანი.

* * *

თავისი სიცოცხლის ბოლო ღამეს ელვისმა “გეისლენდი” დაახლოებით 11 საათზე დატოვა, რათა კბილის ექიმს სწვევოდა. შესაძლოა, სწორედ მან მისცა კოდეინი, რომელიც სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს ელვისის შიგნეულში, თუმცა მის ჩვეულებრივ “მენიუში” არ შედიოდა ნარკოტიკები? არავის ძალუძს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა.

1977 წლის 16 აგვისტოს გამთენიისას ელვისი თავის აპარტამენტებში ჯინჯერთან განმარტოვდა. გარკვეული დროის შემდეგ მან რიკი (თავისი პირადი მცველი) ადგილობრივ აფთიაქში გაგზავნა დილადიდის აბებისთვის, რომელიც ორნახევარჯერ აღემატებოდა თავისი ეფექტურობით სუფთა ჰეროინს. წამალზე რეცეპტი ექიმ ნიკოპულოსის გამოწერილი იყო.

რიკი ყვება, რომ როდესაც დაბრუნდა, ელვისს ხელში ეჭირა თავისი ყოფილი პირადი მცველების ხელნაწერი წიგნი და ძალიან იყო აღელვებული. “როგორ მიიღებენ ამ სისაძაგლეს ჩემი თაყვანისმცემლები? რას იფიქრებს ლაიზა მარია თავის მამაზე?” – კითხულობდა იგი. ამაზე ფიქრით და საუბრით ქანცგამოცლილი ელვისი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რიკი მუხლებზე დაჩოქილიყო და მასთან ერთად ელოცა. “მომიტევე ჩემი შეცოდებები, უფალო, – მხურვალედ ემუდარებოდა ელვისი, – ისე გააკეთე, რომ ადამიანები, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ, თანაგრძნობით და გაგებით მოეკიდნენ იმას, რასაც მე ჩავდიოდი. ამინ”.

რატომღაც ელვისმა უარი თქვა პირველ “შეტევაზე”. რიკმა მას ყვითელი კონვერტი გადასცა, იმის ვარაუდით, რომ იგი აბებს მაშინ მიიღებდა, როდესაც ამის სურვილი გაუჩნდებოდა. ასე ადრეც მომხდარა. ოთახიდან გამოსვლისას რიკმა უჩვეულო ბრძანება მიიღო: “დევიდს უთხარი (მისი მორიგეობა შუადღეზე იწყებოდა), რომ ოთხ საათამდე არ შემაწუხოს”.

როდესაც რიკი დილის ოთხ საათზე დაბრუნდა და მეორე კონვერტი მოიტანა, ჯინჯერსა და ელვისს ჯერ კიდევ არ ეძინათ. მან ისევ უბრალოდ გადასცა ნარკოტიკები და გამოვიდა. მესამედ წამალი “გრეისლენდის” მმართველმა დელტა მაემ, ელვისის დეიდამ, მოიტანა. მან კონვერტი დატოვა და წავიდა.

ასეთი იყო ვითარება დილის 9 საათისთვის. ელვისმა სამი ყვითელი კონვერტი მიიღო. თითოეულში 11 აბი და 3 ნარკოტიკებით სავსე პლასტმასის ნემსი იდო. არავის შეუმჩნევია, რომ მას თუნდაც ერთი აბი მიეღო, ან ერთი ინექცია მაინც გაეკეთებინა.

 

9 საათსა და 30 წუთზე ჯინჯერმა გაიღვიძა და დაინახა, რომ ელვისმა წიგნი აიღო და სააბაზანო ოთახისკენ გაემართა, სადაც მას კითხვისთვის მოსახერხებელი სავარძელი ედგა. “ძვირფასო, წავალ ცოტას წავიკითხავ”, – უთხრა მან. “კარგი, – უპასუხა ქალმა, – მხოლოდ არ ჩაგეძინოს”. მან გაუღიმა: “შეგიძლია მშვიდად იყო”.

ჯინჯერი იხსენებს, რომ 14 საათსა და 30 წუთზე მან საბოლოოდ გამოიღვიძა და ელვისის მოსაძებნად გაეშურა. იგი სააბაზანო ოთახში იატაკზე მოკრუნჩხული იწვა. მან მისი გაღვიძება ვერ მოახერხა და შეშინებულმა იმით, რომ ელვისს სახე სისხლის მოწოლისგან აჭარხალებული ჰქონდა, დახმარება ითხოვა. სწრაფად მოირბინეს ოჯახის წევრებმა, პირადმა მცველებმა. ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ ელვისის სიცოცხლისკენ შემობრუნებას.

დევიდმა გულდასმით დაათვალიერა ოთახი, რათა ნარკოტიკების მოხმარების რაიმე კვალი აღმოეჩინა. იატაკზე ეგდო სამი ცარიელი ყვითელი კონვერტი. დევიდმა ასევე აღმოაჩინა სამი თუ ოთხი აბი, რომლებიც სანახევროდ იყო დაცლილი (დანარჩენი საწოლთან იპოვნეს) და ექვსი ამპულა.

 

დევიდმა და რიკმა იმწამსვე წარმოიდგინეს, თუ რა მოხდა. იმის მაგივრად, რომ წამლები ჩვეული განრიგით მიეღო, ელვისმა მთელი ეს უზარმაზარი დოზა ერთად დალია და კოდეინის დიდი დოზაც დაამატა. ასეთ დატვირთვას ვერავინ გაუძლებდა, და ელვისმა ეს იცოდა.

დევიდისთვის ნათელი იყო, რომ ელვისმა თავი მოიკლა. იქვე სააბაზანო ოთახში დაიწყო ელვისის დაღუპვის მიზეზების გასაიდუმლოება. დევიდ სტენლი ჰყვება: “ყველაფერი, რასაც კი შეიძლება ეჩვენებინა, რომ ეს ყოფილა უბედური შემთხვევა, მოვაშორეთ. ელვისის ცხოვრება სიცრუით იყო აღსავსე, და მისი სიკვდილიც არ წარმოადგენდა გამონაკლისს”.

დროთა განმავლობაში სიცრუემ ძალა მოიკრიბა. როდესაც ექიმებმა ვერ მოახერხეს ელვისის გრძნობაზე მოყვანა, იგი “სასწრაფო დახმარების” მანქანით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. აღელვებული ექიმი ნიკოპულოსი იმავე მანქანით მგზავრობდა.

შემდეგ მოვლენებს თვითმხილველები განსხვავებულად აღწერენ.

დევიდი ამბობს, რომ ელვისი ფოლადის მაგიდაზე შიშველი დაინახა, სხეულზე ეტყობოდა ჭრილობა, რომელიც ყელიდან მუცლის ქვედა ნაწილამდე აღწევდა.

ექიმი ერიკ მერჰიდი, რომელიც გაკვეთას ხელმძღვანელობდა, ამტკიცებს, რომ ასეთი სიგრძის ჭრილობა არ ყოფილა. მაგრამ დევიდი დაჟინებით ამტკიცებს, რომ დაინახა, თუ ექიმები როგორ აკეთებდნენ რაღაცას გაკვეთილი სხეულის შიგთავსში. მან მაშინ ისიც კი გაიფიქრა, რომ ისინი გულის პირდაპირ მასაჟს აკეთებდნენ. ექიმი მერჰიდი კი ამტკიცებს, რომ ვიღაცამ მოახერხა კუჭის შიგთავსის ამოღება, ხოლო მტკიცებულება, რომელიც თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა, სავარაუდოდ განადგურებული იყო.www.giorgigigeo.com

წყარო:ucnauri.com

ედგარ დეგა

kkkილერ ჟერმენ ედგარ დეგა, მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილი, როგორც ედგარ დეგა დაიბადა 1834 წლის 19 ივლისს ბანკირის ოჯახში. დეგა იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნება მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ლიცეუმის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა “ნატიფი ხელოვნების სკოლაში”. ედგარ დეგა ცნობილი მოცეკვავე ქალების ხატვით, რომელშიც იპოვა საკუთარი სტილი, ღამეებს ათეთრებდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების მძიმე შრომაზე დაკვირვებით. დეგასთვის მხატვრობაში პრიორიტეტს წარმოადგენდა ფერები, მოძრაობა და სხეულის აგებულება. ედგარ დეგა იმპრესიონისტი იყო და როგორც მოგეხსენებათ ამ მიმდინარეობის მხატვრებისთვის დამახასიათებელი იყო წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის ასახვა, რომელსაც პირად ინტერპრეტაციას აძლევდნენ ბნელ ფერებზე უარის თქმითა და ნათელი ფერების დახმარებით. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.hhghghghgddddd

 

ჰიერონიმუს-ბოსხი

rrrrrrrჰოლანდიელი ფერმწერი ჰიერონიმუს ბოსხი (იერუნ ანტონისონ ვან აკენი) დაიბადა დაახლოებით 1450 წელს პატარა ქალაქ ჰერტოგენბოსში, საგვარეულო მხატვრების ოჯახში. მისი ბაბუაც და მამაც, იან და ანტონიუს ვან აკენები, ფერმწერები იყვნენ. ქალაქის არქივში დღემდე ინახება ბოსხებთან დადებული ხელშეკრულებები ეკლესია-მონასტრებში შეკვეთების შესრულების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ბოსხის პირველი მასწავლებელი, ბაბუასა და მამის გარდა, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი დირკ ბოუტსიც იყო, რომელიც ხშირად ჩადიოდა ჰერტოგენბოსში. თავად ჰიერონიმუსი კი საბუთებში პირველად 1480 წელსაა მოხსენიებული, როგორც “ღვთისმშობლის საძმოს” წევრი.

1489 წელს ჰიერონიმუსს, რომელიც ამ დროისთვის “ღვთისმშობლის საძმოს” ხელმძღვანელია, წმინდა იოანეს ეკლესიაში საკურთხევლის კარედების მოხატვა დაავალეს. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა თვით ფილიპე ლამაზისგან – კასტილიის მომავალი მეფისგან. მაგრამ ბოსხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა რელიგიური მსვლელობებისა თუ საიდუმლო რიტუალების გაფორმებამ. საქვეყნოდ ცნობილიც სწორედ ამის წყალობით გახდა.
მალე ბოსხმა ცოლად შეძლებული ქალი შეირთო, რის შემდეგაც ქალაქგარეთ, მზითვად მიღებულ დიდ მამულში დასახლდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტად ცნობისმოყვარე ადამიანი იყო, მშობლიური ქალაქის სანახებს არასდროს გასცდენია.
ფერმწერი მეგობრობდა დიდ მოაზროვნე ერაზმ როტერდამელთან, რომლის წიგნების მოტივები მის ნახატებში ხშირად გვხვდება. ბოსხი ხატავდა რელიგიურ, ალეგორიულ და ჟანრულ სურათებს. მისი ნახატების შინაარსი დღემდე გამოცანაა ხელოვნების ისტორიკოსებისთვის. სხვათა შორის, ბოსხი არასდროს აწერდა ხელს ნამუშევრებს და არც თარიღს მიუთითებდა. ამიტომ მისი ავტორობა დადასტურებულად მხოლოდ 40-მდე ნამუშევარზე ითვლება. მისი შემოქმედების შესწავლა კი საყოველთაოდ მიღებული ხერხებით თუ მეთოდებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ჩვეულებრივ ბოსხი “ალა პრიმას” ტექნიკით მუშაობდა, ანუ სურათს მაშინვე, წინასწარი ჩანახატებისა და თუ ესკიზების გარეშე ქმნიდა, – მხატვრების ოჯახში გაზრდილს ამის საშუალებას, როგორც ჩანს, ხატვაში ბავშვობიდანვე გაწაფული ხელი აძლევდა.
ბოსხი არა მარტო ფერმწერი, კარგი მჭედელიც იყო, – როცა ქალაქის მთავარი ტაძრისთვის მინაზე დიდი ფერწერული სურათი შექმნა, თავადვე დაამზადა მისთვის ლითონის მაღალმხატვრული ჩარჩოც.
როგორც იმ დროის ყველა განათლებული ადამიანი, ბოსხიც გატაცებული იყო ალქიმიით. მისი მეგობარი იყო ასევე ცნობილი ჰოლანდიელი ღვთისმეტყველი დიონისე ვან რეიკელი, რომელმაც ჰერტოგენბოსის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა. ვან რეიკელს ინკვიზიცია დევნიდა და მოგვიანებით დასაჯა კიდეც, თუმცა ბოსხს მეგობარი არასოდეს უარუყვია და ხშირად ნახულობდა. დემონოლოგიური ლიტერატურის გავლენით შექმნილი სახეები ბოსხის მრავალ სურათზეა. მაგალითად, “წმინდა ანტონის ცდუნებაში” უკანა პლანზე ალქაჯებს ვხედავთ, ხოლო სურათზე “საშინელი სამსჯავრო” რამდენიმე ეპიზოდია აღბეჭდილი “შავი მესიდან”.

ბოსხის შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა, მისი სურათები სივრცობრივი და დეკორატიულია. ფერმწერის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს წმინდანთა ცდუნების თემასაც, სადაც მორწმუნეთა მორალური სიმტკიცე უპირისპირდება სამყაროში გაბატონებულ საცდურსა და შიშს.
შედევრები, რომელთაც ბოსხი უკვდავყვეს, საკურთხევლის დიდი ტრიპტიქებია. ყველაზე ცნობილ ნამუშევრად კი “ტკბობის ბაღი” ითვლება.

ტრიპტიქი “ტკბობის ბაღი” ადამიანთა ცოდვილი ცხოვრების ბოსხისეული აღწერაა. სურათზე უამრავი უცნაური ქმნილებაა. მნახველის თვალწინ თითქოს ფიგურების პროცესიები ჩაივლის. აქ დაინახავთ საზიზღარ, მხიარულსა და შიშის მომგვრელ არსებებს – ეს ადამიანთა ცოდვილი სიცოცხლის ალეგორიაა, მაგრამ იქვე გამოსახულ სამოთხის პეიზაჟზეც ვხედავთ ფანტასტიკურ, უცნაურ და საძაგელ ქმნილებას.

ბოსხის შემოქმედების მკვლევართა მტკიცებით, ჰიერონიმუსი არასოდეს ხატავდა რამეს უსაფუძვლოდ, მისი ნახატები სხვადასხვა წიგნის, უფრო ხშირად კი ბიბლიის ინტერპრეტაციაა და ისეთი შემთხვევებიცაა დადგენილი, როცა მხატვრის ფაქტობრივი შეცდომები ბიბლიის ჰოლანდიურად მთარგმნელის არასწორი ინტერპრეტაციითაა განპირობებული.
მიუხედავად ამისა, ბოსხმა შექმნა სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამყარო. რასაკვირველია, მას ჰყავდა მიმბაძველები თუ გამგრძელებლები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი პიტერ ბრეიგელია.
ბოსხმა პირველმთქმელის ძალით გამოთქვა ის სათქმელი, რომელიც დღემდე ატყვევებს და აჯადოებს ადამიანებს, რომლებიც საათობით დგანან მისი ნახატების წინ და თვალწინ სულ ახალი და ახალი სამყაროები ეშლებათ.
ბოსხი მოესწრო თავის მდიდარ და აყვავებულ სამშობლოში ავსტრიელ ჰაბსბურგთა ბატონობას. მის ეპოქაში გამძაფრდა თეოლოგიური დისკუსიები, რელიგიური ბრძოლა, რაც თანდათან რეფორმაციაში გადაიზარდა, რის შემდეგაც რელიგიამ დაკარგა ადამიანთა სულიერი ცხოვრების ერთადერთი ნავსაყუდლის როლი.

ფერმწერის ირონიული, სარკაზმით სავსე ფანტაზია მის თანამედროვეთა შეხედულებების გამოძახილია, – ბოსხი ცდილობდა ეჩვენებინა ცოდვებში ჩაძირული სასულიერო წრის სიბრიყვე (“სიბრიყვის ოპერაცია”, “სულელთა გემი”). თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ღრმად მორწმუნე ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისთვის შეეგროვებინა ბოსხის სურათები. მეფემ მხატვრის ბევრი ნამუშევარი მისი გარდაცვალების შემდგომაც შეიძინა, რისი წყალობითაც ბოსხის რამდენიმე სურათი (მათ შორის – “ტკბობის ბაღი”) დღეს პრადოს მუზეუმშია.

გვიანდელ ნაწარმოებებში ბოსხი მარტოობის თემას ხშირად ასახავს. იმდროინდელი გარდამავალი ეპოქის სულიერი ცხოვრების ტრაგიზმმა მის ნახატებშიც პოვა გამოძახილი (“წმინდა იერონიმე ლოცვისას”, “იოანე ნათლისმცემელი”, “ძე შეცდომილი”). ამავე დროს გრავირებითაც დაინტერესდა. მისი გრავიურების ასლები მრავალ ქალაქში იყიდებოდა, სურათებით კი ევროპის სამეფო სასახლეები აივსო, ბევრი მისი თანამედროვე კი მათ როგორც კურიოზს, ისე აღიქვამდა.
გენიოსი მხატვარი მშობლიურ ჰერტოგენბოსში 1516 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა და პასუხგაუცემელი კითხვები დაუტოვა როგორც თანამედროვეებს, ისე მომავალ თაობებსაც.

 

მოგვთა თაყვანისცემა

 

 

tttttkkaaaaa01tripty

ვატიკანი

rrrrrrვატიკანი – (ოფიციალურად – Stato della Citta del Vatikano) ერთერთო საუკეთესო ქვეყანა, საინტერესო ისტორიით, გასაოცარი ბუნებით და უნიკალური რელიგიური თვალსაზრისითაც.

ვატიკანი თითქმის ყველა მხრიდან შემოფარგლულია ქვის კედლით. მისი ფართობია 0.44 მეტრი, ხოლო საზღვრის სიგრძეა 2.6 კმ. მისი მოსახლეობა დაახლოებით 1000 კაცს შეადგენს.
ოფიციალური ენაა – ლათინური.
მისი სახელწოდება, ამავე სახელწოდების ბორცვიდან – მონტე ვატიკანის ბორცვი – დან მოდის. მდ. ტიბრის მარჯვენა სანაპიროზე, აშენდა სასახლე და XIV საუკუნიდან იმყოფებოდა კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მუდმივი რეზიდენცია.
სახელმწიფო წყობა ვატიკანში – თეოკრატიული მონარქიაა; ეს ისეთი მმართველობის ფორმაა, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება ეკლესიისა და სასულიერო პირთა ხელშია. სახელმწიფოს მართავს პაპი. მას სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე ირჩევენ, ფარული კენჭისყრით. ამ სათათბირო ორგანიზაციას ირჩევს პაპი.

ამ სახელმწიფოს ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. ჯერ კიდევ III – IV სს-ში, ქრისტიანული ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი, თავის თავს პაპს უწოდებდა. პაპი ბერძნული სიტყვიდან ” პაპას ” – ისგან წარმოსდგა და მამას ნიშნავს.
V ს-დან, პაპის წოდება მიენიჭა რომის ეპისკოპოსს. Vი ს-ში რომის პაპმა მიითვისა რომისა და მისი გარეუბნების მთავრობის კონტროლის უფლება, ხოლო 756 წელს ფრანკების მეფებ პიპინმა, დაამარცხა რა ლანგობარდები, რომლებიც, ფლობდენ იტალიას, მისცა პაპს რომის ოლქი.
მათი ისტორია ითვლის 258 პაპს. 259-ე პაპი ახლა პაპი იოან-პავლე II-ეა.
პაპს “ღმერთის მოციქულს ” უწოდებენ, ასვევე ” ქრისტეს ნაცვალს” და ” ღმერთის მოაგილეს დედამიწაზე”.
რომის პაპის ხელისუფლება, როგორც ვატიკანის ხელმწიფისა, აბსოლიტურია; მისი მითითებები და განკარგულებები, განხილვას არ ექვემდებარება, რადგან 1870 წლის ოფიციალური გადაწყვეტილებით პაპები “შეუცდომლები არიან”
ვატიკანი არის კათოლიციზმის უმსხვილესი რელიგიური ცენტრი. მისი კონტროლის ქვეშაა მრავალრიცხოვანი კათოლიკური სასაწავლებლები, კათოლიკური გამომცემლობები, რადიო, კინო, ტელევიზია.

ვატიკანს ჰყავს მუდმივი დამკვირვებლები გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციებში. იგი შეუერთდა ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გავრცელებების აკრძალვის შესახებ.
ვატიკანის ფულის ერთეულია ლირა.
პაპის პირადი სამყოფელი მდებარეობს წმინდა პეტრეს საფლავთან მდებარე ტაძარში. ის შედგება 19 ოთახისაგან შედგება და იმყოფება მოციქულთა სასახლის მესამე სართულზე. იქვეა განლაგებული სიქსტეს კაპელა , მიქელანჯელოს, პორუჯინოს და ბოტიჩელის ფრესკებიც.

1999წლის 10 ნოემბერს იოანე პავლე მეორემ , თბილისის სპორტის სასახლეში 14 ათასიანი კათოლიკეს წინაშე განაცხადა: “ბედნიერი ვარ, რომ დღეს, როდესაც ქრისტიანული მსოფლიო მაცხოვრის დაბადების 2000 წლისთავს ზეიმობს, ვიმყოფები უძველესი ქრისტიანული ტრადიციების მქონე საქართველოში და წილად ,მხვდა ბედნიერება აღვავლინო ლოცვა კურთხევა ამ დალოცვილ მიწაზე. დაე სუფევდეს “ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”.”
 

ვატიკანის ბიბლიოთეკა და საიდუმლო არქივები
загруженноеვატიკანის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია, ხოლო მის საცავებში შენახული წიგნებითა თუ სხვა სიძველეებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი. იქ ინახება 1.6 მილიონი წიგნი, 180 000 მანუსკრიფტი, 300 00 -ამდე იშვიათი მონეტა და მედალიონი, 150 000-ამდე იშვითი ხელნაწერი, ნახატი და გრავიურა.ბუნებრივია აქ ,,ჰობიტზე” და ,,ჰარი პოტერზე” არ არის საუბარი, იქ ინახება უიშვიათესი წიგნები, რომელბიც ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან გროვდებოდა. აქ იმდენი რამეა თავმოყრილი, რომ შავი ბაზრის აუქციონებზე ყველფრის გაყიდვას ერთი წელიც არ ეყოფა. სიძველეების და საიდუმლოებების მხრივ კი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ვატიკანის საიდუმლო საცავებია.bfvrfkkkk

საიდუმლო დოკუმენტები ამ არქივში 1610 წლიდან გროვდება და თაროების მთლიანი სიგრძე 52 მილია. არქივებში შესვლის უფლებას მკვლევარების ძალიან მცირე რაოდენობას აძლევენ. ამ გამორჩეული მეცნიერების გარდა არავინ იცის რა ინახება რეალურად იქ.
ვატიკანის დაცვას უკვე 500 წელია შვეიცარიული არმია უზრუნველყოფს. იმისთვის რომ ვატიკანის მცველი გახდე, აუცილებლად შვეიცარიელი და კათოლიკე უნდა იყო. უნდა გქონდეს სამხედრო გამოცდილება და რაც მთავარია, უნდა შეძლო მკაცრი გასაუბრების და შერჩევის პროცესის დაძლევა.ujgbuy

წმინდა პეტრეს ტაძარი

 

ვატიკანი, ეს არის ადგილი, სადაც ზეციერი ანგელოზები ამქვეყნად ბინას იდებენ.  სწორედ ვატიკანში გახლავთ ის ტაძარი რომელზეც მე მინდა გესაუბროთ, თუმცა სანამ უშუალოდ მასზე მოგახსენებდეთ, მოდით ორიოდე სიტყვით თავად ეს ქალაქი დავახასიათოთ.frf

 

ვატიკანი, რომელსაც დღესდღეობით ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო ჰქვია, სუვერენული ქალაქ-სახელმწიფოა. ის იტალიის დედაქალაქ რომში კედლებშემორტყმულ ანკლავს წარმოადგენს და 44 ჰექტარი, ანუ 110 აკრი უკავია. ფართობიდან გამომდინარე, მოსახლეობაც მწირია და მხოლოდ 800 კაცს შეადგენს. ისტორიას რომ გადავხედოთ, გეტყვით, რომ ვატიკანი ლატერანის ხელშეკრულების შედეგად, 1929 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მოიაზრება როგორც ეკლესიასტიკური სახელმწიფო, ანუ ტერიტორია, რომელსაც რომის ეპისკოპოსი, იგივე პაპი, მართავს. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და ამასთან, პაპის ოფიციალური რეზიდენციის, იგივე აპოსტოლური სასახლის, ადგილი.gggggg

 

რაც შეეხება წმინდა პეტრეს ტაძარს, ეს ნამდვილად არის ის, რის გარეშეც როგორც ვატიკანი, ასევე მთელი კათოლიკური სამყარო წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძრის მშენებლობა აღორძინების ხანის უდიდესმა არქიტექტორმა, ბრამანტემ დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, თუმცა 120 წლიანი მშენებლობის დასასრულს, ანუ 1626 წელს, მას გუმბათი ასევე უდიდესმა ხელოვანმა, მიქელანჯელომ დაადგა.fff

 

130 მეტრის სიმაღლის ტაძარში ფრესკები არ არის, რადგან მათი ადგილიი მთლიანად მოზაიკებს უკავია. მე-16 საუკუნის კონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზე აგებული ტაძარი ფართობით იმდენად მასშტაბურია(23.000მ²), რომ ერთდროულად 60000 ადამიანის დატევაც კი შეუძლია.  ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ეს ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება. აქ დაკრძალულნი არიან პეტრე მოციქული, იესოს თორმეტ მოციქულთაგან რამოდენიმე, ანტიოქიის პირველი ეპოსკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსიც.  ძალიან საინტერესოა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნასა და იქ წამებაზე სულას არ მიგვითითებს, მაგრამ უძველესი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი სწორედ რომ ამ ტაძრის საკურთხევლის ქვეშ არის მოქცეული. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ პირველი პაპიდან მოყოლებული, პაპთა დიდი რაოდენობა ამ ადილას არის დამარხული.

უდრო ღრმა დეტალებს რომ შევეხოთ, გეტყვით, რომ ტაძარში შესვლისას, უკლებლივ ყველაეხება წმინდა პეტრეს ქანდაკების ფეხს. საუცხოოა, თუმცა ფაქტია, რომ წირვა-ლოცვა ტაძრის ოთხივე მხარეს ტარდება და აღსარების ჩაბარებაც ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი. tttttt

 

 

წყარო:ucnauri.com

ფაბიან პერეზი

მხატვარი: ფაბიან პერეზი

ფაბიან პერეზი. Fabian Perez.

~მხატვარი: ფაბიან პერეზი

~86440a0f24ff
ფაბიან პერეზი. Fabian Perez. აქვს ინდივიდუალირი ხატვის სტილი ის არავის არ ჰგავს, მისი ნახატები გამოირჩევა მუქი ფონით, პლასტიურობით, ენერგიულობით, სექსუალურობით…. დაიბადა 1967 წლის 2 ნოემბერს, ბუენოს აირესში, არგენტინა. 22 წლისამ დატოვა არგენტინა და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც 7 წელი გაატარა. სწორედ აქ მისმა ფერწერულმა და ლიტერატურულმა მოღვაწეობამ მიიღო აღმოსავლური ხასიათი. იტალიიდან გადავიდა იაპონიაში სადაც ასევე აქტიურად მოღვაწეობდა, იაპონიის შემდეგ ფაბიან პერეზი საცხოვრებლად გადავიდა ლოსანჯელესში და დღესაც იქ იმყოფება. მან თავისი ცხოვრება მიუძღვა ფერწერასა და ლიტერატურას, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე და უღვიძებს გრძნობებს. ფაბიანის სტილი უნიკალურია, მას არ სურს რომ მისი ნამუშევრები იყოს კატეგორიული, იმიტომ რომ ეს ზღუდავს შემოქმედს. მას უყვარს აკრილის საღებავებით ხატვა, იმიტომ რომ ის სწრაფად შრება და ეს საშუალებას აძლევს მიჰყვეს თავის იმპულსებს. ენერგიული და სიმბოლური გამოსახულებები სავსეა ვნებით, ის ფერწერაში დებს დიდ ემოციას. „ოცდაათი წელია ჩემი ბორბალი ტრიალებს ქვიშიან გზაზე. მე ბევრი რამ მოვიტოვე უკან და ბევრიც დავკარგე. სანამ ბორბალი ტრიალებს მე შემიძლია ვუყურო წინ გზას, რომელიც მიმიყვანს ახალ შემეცნებასთან. წიგნიდან „ოცნებების ანარეკლი.“
9c73e03ae7def04852808d52d0eb7d4183a2 (1)c40057c5c15eca5ee351fe4eb1895401ea274e2bc29b1e86

„სიურეალიზმი“ და სალვადორ დალი

dfre„სიურრეალიზმი“  ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად „ზერეალობას“ ნიშნავს. ხელოვნების ეს მიმდინარეობა მე-20 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. მისი ჩამოყალიბება ფრანგი მწერლის, ანდრე ბრეტონის სახელთანაა დაკავშირებული. სიურრეალიზმის მიზანი ადამიანის არაცნობიერი სამყაროს გამოხატვა იყო. შესაბამისად,  იგი არ ემორჩილება გონების მორალისა თუ სხვა ტიპის კონტროლს. სიურრეალიზმი  – ეს უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა ნახატის ან ჩანაწერის სახით. იგი ათავისუფლებს ადამიანს. რისგან? იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ ხოლმე მათი საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო. თითოეული ადამიანი შეზღუდულია იმ წესებით, რომელსაც საზოგადოება ადგენს და რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება.  საზოგადოებისგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს უბიძგებს სიმბოლოების საშუალებით გამოხატოს თავისი განცდები.

სიურრელიზმი – ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გადმოცემა ნახატის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად, ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.

images (21)სიურრეალიზმის წარმომადგენელი იყო ცნობილი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი. იგი საკუთარ თავს „ღვთაებრივ დალის“ ეძახდა. სურდა, ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს… ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს. დალის  ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, მარკის  ტიტული მიანიჭა. მას შეეძლო , თავისი ცხოვრების ნებისმიერი მომენტი ლეგენდად ექცია, აფორმებდა მოდების ჟურნალებს -„ვოგსა“ და „ჰარპერზ ბაზაარს“, სუნამოს ფლაკონებს ქმნიდა. საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. ამის პასუხად ამაყად აცხადებდა, ჩემსა და შეშლილს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე შეშლილი არ ვარო.

უმეტესობა გენიოსად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტებიც ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ დალის იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე იმსახურებდა. სამშობლოში ისე არ სცემდნენ თაყვანს, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში მოღალატესაც კი ეძახდნენ იმის გამო, რომ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს.

ასე თუ ისე, მის მიმართ გულგრილი არავინაა. იგი მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო. საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს ეძახდა. თავდაპირველად კუბიზმით დაინტერესდა, პარიზში ჩასვლის შემდეგ სიურეალისტებთან გადაინაცვლა და ყველგან ამაყად ამბობდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო. „სიურრეალიზმი ეს მე ვარ“ – განაცხადა მან ამერიკაში.

დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი, გათხოვილი ქალი   გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს.

სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, დაკრძალულია ფიგერასში , საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნახატია „ნარცისის მეტამორფოზა“, რომელიც 1932წელს შექმნა.

სალვადორ დალის ნახატის შინაარსის განსხვავებული ინტერპრეტაცია მოგვცა ზიგმუნდ ფროიდმა. მისი თეორიები განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდნენ, რადგანაც ისინი ყოველთვის პიკანტური და სკანდალური იყო. ფროიდის მიხედვით, შემოქმედების მასტიმულირებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებები არაცნობიერია, მათ შესახებ ადამიანმა არაფერი იცის და მათი განდევნის მიზეზი კი შიძლება იყოს სოციალური, კულტურული ან ეთიკური თვალსაზრისით მათი მიუღებლობა. ფროიდის თეორიაში ხელოვნების საფუძვლად ეროტიულ-თანატური ინსტიქტების ( სექსუალობისა და აგრესიის) ერთიანობა მოიაზრება, რომელთა რეალიზებასაც ავტორი ისახავს მიზნად. ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერის რეალიზებას ახდენს არა მარტო შემოქმედება, არამედ სიზმარი და უკიდურესი ფორმით სულიერი აშლილობა.

სურათის უკეთ გასაგებად ურიგო არ იქნება მითის გახსენება. სურათში გაცოცხლებულია ძველი ბერძნული მითი  ახალგაზრდა ლამაზი ყმაწვილის – ნარცისის შესახებ, რომელმაც უარყო ნიმფა ექოს სიყვარული, რის გამოც ნიმფამ დასაჯა ნარცისი და საკუთარი გამოსახულება შეაყვარა. დალის სურათი გამოხატავს ნარცისის მარადიულ მზერას  საკუთარ გამოსახულებაზე წყლის ზედაპირზე. შემდეგ ნარცისი გადაიქცევა ყვავილად, რომელიც იბადება კვერცხიდან, მაგრამ რჩება ფაქტობრივად უსიცოცხლო. ეს  მესიჯია ადამიანებისთვის, რომ ასეთი სიცოცხლით წარმატებას ვერ მიაღწევენ. დალი იყენებს ორმაგი სარკის ტექნიკას, რომლის საშუალებითაც, ადამიანები თავიდანვე ვერ აღიქვამენ, რას უყურებენ. მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სიკვდილისა და ლპობის სიმბოლოდ ჭიანჭველების ჯგუფი, რომელიც ხელზე მიცოცავს და გამხდარი ძაღლი. ჭადრაკისებურ დაფაზე  დგას ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამოხატავს საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისს.

დალის სურათი ფროიდს აგონებს ადამს, ედემის ბაღიდან გამოძევებულს. მისი აზრით, ნახატი გამოსახავს სექსუალურ სირცხვილს. ამის ფიქრის მიზეზს აძლევს ზევით აზიდული ხელი, რომელიც შიძლება იყოს მასტურბაცია. ნარცისი არის ძლიერი სურვილის განსახიერება, რომელიც დამალულია მისი რეპროდუქციის უკან. ქვის ხელი განასახიერებს ტერორს. შესაძლოა, დალის სურდა ხატოვნად განეხორციელებინა ეს დაპატიმრებული ფორმა სექსუალობის დროს. საბოლოოდ, სურათი რჩება მარჯვე და ორაზროვანი იმისთვის, რომ სრულად იქნეს გაშიფრული, რასაც ფროიდი ინსტიქტურად მიხვდა. ფროიდი მოხიბლული იყო დალის ტექნიკით.rb5t

 

წყარო:studinfo.edu.aris.ge

მიქელანჯელო ბუონაროტი-Michelangelo Buonarroti

bvrმიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 – 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო � იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, “კენტავრების ბრძოლა” და “მადონა კიბესთან”.

ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში. 20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.

ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი სწორუპოვართა სამეული.

მათ აიყვანეს ხელოვნება იმ წერტილამდე საიდანაც დაცემა უნდა დაწყებულიყო და დაიწყო კიდეც
ლეონარდო გარდაიცვალა 1519 წელს, 67 წლისა, რაფაელი-ერთი წლიტ გვიან, 37 წლის, მიქელანჯელო კი რომელიც ლეონარდოზე 23 წლით უმცროსი იყო და რაფაელზე-8 წლით გარდაიცვალა 89 წლის, 1564 წელს.
23 წლის მიქელანჯელო ბედავს ლეონარდოსტან პაექრობას. “საიდუმლო სერობის” შემოქმედმა უთხრა: “ვიდრე შენ დაიბადებოდი, უკვე სახელგანტქმული ვიყავიო”. ამაზე მიქელანჯელომ მიუგო: “მე კი სახელგანთქმული ვიქნები შენი სიკვდილის შემდეგო.”
მიქელანჯელოს ფრესკი სახეები ისინი თითქოს ცოცხლობენ, მოძრაობენ, მათი ფერი-სხეულის ფერია, ასეტი სიმრავლე და სირრმავე, ასეთი მრავალფეროვნება, ასეთი ზეგავლენის ძალა არც ერტ დიდოსტატურ სურათ არ გააჩნია.
“ცა მრისხანებს, რადგან ისეთ მშვენიერ თვალებში როგორიც შენ გაქვს, ჩანს ისეთი გონჯი, როგორიც მე ვარ.” მართალია არც რაფაელი და არც ლეონარდო არ დაქორწინებულან, მაგრამ მათი ცხოვრება ბევრად ხალისიანი იყო. მიქელანჯელო კი ყოველი მშვენიერისა და ამაღლებულის უზადო შემქმნელი, მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა უსიყვარულოდ.
ერთი მღვდლის კიტხვაზე:”ცოლი რატომ არ მოგყავსო?” მიქელამჯელომ მიუგო-ხელოვნება ეჭვიანიაო.
ტაძარში ჩაკეტილმა მიქელანჯელომ საკუთარი თავიდან შექმნა ამდენი სახე, მაშინ როდესაც თვით რაფაელი და ლეონარდო მთელს რომში ეძებდნენ მადონასა და იუდას სახეებს.
მოარულ მუმიას გავდა რრმად მოხუცებული ,იქელანჯელო. თითქოს მარმარილოს გიგანტებში გადასულიყო მისი გულის სისხლი, ისე ზეზეულად ხმებოდა.
“მეხსიერებამ და გონებამ წინ გამისწრეს, რათა საიქიოს დამიცადონო.”
იჯდა და ელოდა სიკვდილს, მაგრამ სიკვდილს ეზარება უბედურტა წაყვანა. 12 წლის შემდეგ ვენეციაში თვალს დახუჭავს თვით ტიციანი.
1564 წლის 18 თებერვალს მიქელანჯელო გარდაიცვალა.
“სულს ზეცას ვაბარებ, სხეულს-ფლორენციას!” ასე ტქვა უკანასკნელად მხატვარმა, რომელმაც იცოდა მეტი ვიდრე ბუნებამ.

არც თუ ისე ცნობილი ფაქტია ის, რომ მიქელანჯელოს გარდაცვალების შემდეგ მის სახლში იმდენი სიმდიდრე (ოქრო, ფული თუ სხვა ღირებული ნივთები) იპოვეს, რომელთა საერთო რაოდენობა, იმ დროის რომის ბიუჯეტის ნახევარს უთანაბრდებოდა.
არადა როცა გარდაიცვალა და სხეული იპოვეს, სიბინძურისგან და მოუვლელობისგან ტანზე მატლები ყავდა დასეული, ფეხსაცმელი, რომელიც სიკვდილამდე ეცვა ფეხიდან ძლივს გახადეს.

ეს ნიშნავს – სრული თავგანწირვა რასაც შენთვის ძვირფასისთვის, თავგანწირვა უანგაროდ-სიხარულით, როცა სანაცვლოდ არაფერს ელი.7f03676215ac

 

 

პიეტა (იტალ.: Pietà – თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია. h5nj

gf

ქალი მხატვრები

მართალია მხატვრობის ისტორიაში არც თუ ისე მრავალ ქალ მხატვარს მოიძიებთ,
თუმცა ის რამოდენიმე ქალბატონი, რომლებმაც გაბედეს და გვისახსოვრეს თავიანთი შემოქმედება ღირსეულ მხატვრებად მიიჩნევიან და კიდევ უფრო დიადია მათი წვლილი ქალთა ინტეგრაციის კუთხით.

ქალ მხატვრებზე პირველ ჩანაწერებს 3,000 წლის წინანდელ ინდოეთში იპოვით, სადაც მიტჰილაში მხოლოდ და მხოლოდ ქალებს ქონდათ უფლება მოეხატათ ჰინდუს პანთეონი ღმერთების და ქალღმერთების გამოსახულებით. შემდგეგ ქალ-მხატვრებს საბერძნეთში შეხვდებოდით რომელთა შესახებაც წერდა პლინიუს უფროსი, რამოდენიმე მოსაზრებით ხშირად ქალების სახელები იმალებოდა და არ მჟღავნდებოდა.

თუმცა რაც არ უნდა ჩავეძიოთ ისტორიას… არა, ქალი-მხატვრები საკმაოდ ცოტანი თუ იყვნენ, ისინი ხომ ძალზედ დაკავებული გახლდნენ მამაკაცების შთაგონებით! და მათზე ყოველდღიურად, რეალურ ცხოვრებაში ზრუნვით. თუმცა იყვნენ გამონაკლისები, ქალბატონები რომლებმაც თვითრეალიზება მხატვრობაში მოახდინეს. ისინი ძირითადად ხატვას მხატვარი მამის სახელოსნოდან ეცნობოდნენ, სხვაგვარად განათლების მიღება დასაწყისისთვის სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო ახალგაზრდა ქალბატონისთვის.
Sofonisba Anguissola 1532-1626
იტალიაში რენესანსის ეპოქაში მოღვაწეობდა.

დაიბადა წარჩინებულ ოჯახში და მისმა მშობლემა იზრუნეს გოგონას მიეღო საუკეთესო განათლება. სოფონისბა და მისი და ლუსია გაგზავნეს სასწავლებლად. ორივე დამ შეიცნო ჭეშმარიტი ხელოვნება და შედევრების მხოლოდ ცქერა არ იკმარეს, მათ თავად მათი შექმნა მოინდომეს, ლუსია ბევრად ნიჭიერი აღმოჩნდა და მხატვრობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ის ახალგაზრდა გარდაიცვალა და ანგუისოლას გვარიდან მხატვრობას სოფონისბა შემორჩა, რომელმაც თავისი მხატვრობის დონე თანდანთან სრულყო. გოგონებს არანაირ პრობლემას არ უქმნიდათ მათი სქესი, ისევე როგორც მათ და მინერვას, რომელიც მწერალი გახდა.

თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო ხშირი მოვლენა, არისტოკრატი მამის ძალისხმევით ხელოვნების სამყაროში რენესანსის ეპოქის იტალიაში ანგუისოლას გვარის წარმომადგენელმა ქალებმა გზა გაუკვალეს ამ სქესის წარმომადგენლებს.თუმცა სოფონისბა გარკვეული აკრძალვების წინაშე იდგა, მას არ ქონდა უფლება შეესწავლა ანატომია და ეხატა შიშველი ნატურები – რადგან ქალი გახლდათ. ეს კი რენესანსის ეპოქის მხატვრობის შესწავლაში საკმაოდ მნიშნველოვან როლს თამაშობდა. სოფონისბამ გადაწყვიტა და პორტრეტებს თავისებური უფრო თავისუფალ სტილში ქმნიდა.1554 წელს 22 წლის სოფონისბა რომში გაემგზავრა, სადაც მიქელანჯელოს შეახვედრეს! რომელმაც გოგონა დამოძღვრა და რამოდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა, ეს უდიდესი პატივი იყო. მიქელანჯელოს მომტირალე ბიჭის დახატვა დაუვალებია, სოფონისბამ მაშინ დახატა Boy Bitten by a Crayfish, რომელიც ოსტატს გაუგზავნა. მიქელანჯელომ ამოიცნო ტალანტი!სოფონისბას საკუთარი ჟურნალიდან რამოდენიმე სკეჩი მისცა და სთხოვა მისეული ვერსიით გადაეხატა, დაახლოებით 2 წლის მანძილზე მიქელანჯელოსა და სოფონისბას შორის ნახატების გაცვლა-გამოცვლის სახით სწავლება მიმდინარეობდა. სოფონისბას შესახებ შესანიშნავ აღწერა-ცნობას გვიტოვებს ჯორჯიო ვაზარიg

 

 

ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტის პორტრეტი


740px-Sofonisba_Anguissola_001

 

fvf

 

 

 

 

სოფონისბამ იტალიაში გზა გაუხსნა ისეთ ქალ-მხატვრებს, როგორებიც არიან Lavinia Fontana (1552-1614),
Barbara Longhi (1552-1638), Fede Galizia (1578-1630), Artemisia Gentileschi (1593-1652)

ბოლონიელი (იტალია) ლავინია ფონტანას ტილო, რომელიც თმიან ბავშვს ასახავს.fontana antonietta gonzalez-resized-600lavinia_fontana

 

 

Artemisia Gentileschi

იტალიელი მხატვარი ბაროკოს სტილში 1593–1652
დიდი დაბრკოლებებით აღსავსე იყო მისი მხატვრობა და ცხოვრება, თუმცა მოახერხა და გახდა პირველი ქალი მხატვარი, რომლისთვისაც ეს შემოსავლის წყარო იყო და იმდენივეს უხდიდნენ (ჩაება თავისი დროის სამხატვრო-ბიზნესში) და ისევე აფასებდნენ, როგორც მამაკაც მხატვრებს.

ასახავდა ბიბლიურ და მითოლოგიურ ისტორიებს, სადაც ქალის ემოციებს საოცრად მკაფიოდ და მძაფრად გამოსახავდა, რაც მისი პირადი ისტორიით იყო გამოწვეული.

დაიბადა რაღა თქმა უნდა მხატვრის ოჯახში. მამა მხატვარი Orazio Gentileschi, რომელიც კარავაჯიოს სტილს აგრძელებდა. არტემიზაც მამის ხაზს აგრძელებდა, თუმცა უფრო ნატურალისტურად გამოსახავდა ვიდრე იდეალისტურად. მამა მხარს უჭერდა ქალიშვილს და სწორედ მისი დახმარებით, ვის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ახალგაზრდა ქალბატონის ამ წრეში გარევა – მითუმეტეს მორალური თვალსაზრისის გათვალისწინებით.
1612 წელს ორაზიო ასევე იტალიელ მხატვარ აგოსტინო ტასისთან (Agostino Tassi) ერთად მუშაობდა ერთ პროექტზე. ნიჭიერი მხატვარი მამამ არტემისიას კერძო მასწავლებლად მოიწვია. რომელმაც მარტო დარჩენილი არტემისია გააუპატიურა(მეორე კაცის დახმარებით), თუმცა გოგონამ ეს მოზღვავებული ლტოლვა შეუნდო და აგრძელებდა მასთან სწავლასა და სექსუალურ კავშირს, იმის რწმუნებით რომ მალე დაქორწინდებოდნენ. თუმცა როდესაც გამჟღავნდა არტემისიას სხვა მამაკაცთან ურთიერთობის ამბავი ტასიმ ქორწინებაზე უარი განაცხადა. საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც არტემისიას მამა ქორწინებას ითხოვდა. საქმის მსველობასთან ერთად გაირკვა, რომ ტასი მისი იმჟამინდელი მეუღლის მკვლელობას და მის პატარა დასთან ერთად გაქცევას გეგმავდა ორაზიოს ნახატებიანად, რომელთა მოპარვასაც გეგმავდა. გინეკოლოგიური ტესტის შემდეგ არტემიზიასთან კავშირის გამო (ქალიშვილობის დაკარგვის) ტასის 1 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. საქმის დახურვიდან მალევე მამამ არტემისია ფლორენციელ მხატვარს მიათხოვა – Prudentia Gentileschi.

არტემისია ცნობილია ისტორიაში მისი ფემინისტური შეხედულებებით.

გადაღებულია ფილმი Artemisia (1997)

17 წლის ასაკში შექმნა ტილო Susanna e i Vecchioni.gbfgf

 

 

Elisabetta Sirani

1638-1665. იტალიელი მხატვარი ბაროკოს სტილში.
Giovanni Andrea Sirani -ის ქალიშვილი (აგვერთვე მხატვარი). მამის მხატვრობიდან წასვლის შემდეგ (ავადმყოფობის გამო) მამის სახელოსნო დაიკავა და თავად უწევდა ემალის გამოწვით და მხატვრობით ოჯახის რჩენა, ამ ყოველივეს კი პროფესიონალურ დონეზე 17 წლის ასაკში დაეუფლა. სახელოსნოში დები ბარბარა და ანა მარია ეხმარებოდნენ. მისმა ნახატებმა მალე მთელი იტალია აალაპარაკა. მოგვიანებით გახსნა სკოლა ქალთათვის, რადგან არა მხატვარი მამის ოჯახში დაბადებული ქალიშვილებისთვის ხელოვნების შესწავლის სხვა გზა არა იყო რა თუ არა ქალის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლა.sirani2_big
Adélaïde Labille-Guiard

ფრანგი მინიატურისტი და მხატვარი, ძირითადად პორტრეტებს ქმნიდა. 1749-1803
მიმდინარეობა: როკოკო, ნეოკლასიციზმი

როგორ მოახერხა ადელაიდა ლები-ჟიარიმ განათლების მიღება და ადგილის დამკვიდრება ცალკე აღსანიშნავია. მაშინდელი საზოგადოების მოსაზრებით მიუღებელი იყო ხატვის ოსტატს ახალგაზრდა გოგონები აეყვანა მოსწავლედ. თავისმხრივ ეს ქალიშვილის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებდა და ასევე მიიჩნევდნენ, რომ მამაკაცთან ასე ახლო კონტაქტში ქალი ვერ მოახერხებდა ხატვაზე კონცენტრირებას.btr

 

ადელაიდა ოჯახის მეგობარს ფრანსუა-ელი ვინსენტს მიებარა, შვედ მხატვარს, რომელიც მის ვაჟიშვილთან ფრანსუა-ანდრესთან ერთად ასწავლიდა ადელაიდან ხატვას. შემდგომში პასტელში ხატვისათვის მორის კვენტინ დე ლატურს მიებარა. ადელაიდა დაეუფლა ხატვის ხელოვნებას, ის პირველი ქალი იყო, რომელიც პარიზის სამეფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს(cadémie royale de peinture et de sculpture ).

თუმცა ეს მარტივად არ მომხდარა. ადელაიდას დასწამეს ცილი, რომ ის მასწავლებლის ვინსენტის ნახატებს ასაღებდა მისად და ასევე სექსუალურად აღვირახსნილობაში და დაუკმაყოფილებლობაში სდებდნენ ბრალს, რასაც რა თქმა უნდა მისი მისწრაფებების გამო მიიჩნევდნენ – საზოგადოებაში გაჭრილიყო. საბედნიეროდ ადელაიდას მხარს უჭერდა სამეფო აკადემიის ხელმძღვანელის მეუღლე-გრაფინია!

20 წლის ასაკში ადელაიდა ლაბილმა იქორწინა ნიკოლას ჟიარზე, რომელსაც დაახლოებით 10 წელიწადში გაშორდა და იქორწინა იმ დროისათვის უკვე ცნობილ და დაფასებულ მხატვარზე ფრანსუა-ანდრე ვინსენტზე (François-André Vincent), რომელთან ერთადასაც სწავლობდა ხატვას მამამისის სახელოსნოში. François-André Vincent ნეოკლასიციზმის მიმდევრობის ერთერთ ფუძემდებლად ითვლება. ადელაიდამ პარიზში პირველი ქალთა სამხატვრეო სკოლა დაარსა, რომელმაც პირველივე წელს (1783) 9 ქალი-მოსწავლე მიიღო, რამაც ყველა გააკვირვა.rgebhადელაიდასთვის პოზიორობდნენ მინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები, დიდგვაროვნები და პარიზის ნაღები საზოგადოება. თუმცა ფრანგული რევოლუციის შემდგომ მოსთხოვეს არისტოკრატიის პორტრეტების დაწვა! რევოლუციის შემდგომ ადელაიდა რევოლუციონერების პორტრეტებს ქმნიდა და სრულიად მის შემოქმედებას მათი მოღვაწეობის გარშემო აგებდა, რევოლუციის კრახის შემდეგ ფრანსუა-ანდრე ვინსენტთან და ორ მოსწავლესთან ერთად ტოვებს პარიზს, თუმცა მალევე ბრუნდება და ლუვრში სალონის გახსნის უფლებას იღებს!470px-Madame_adelaide_de_FranceLouise Élisabeth Vigée Le Brun
1755-1842
მიმდინარეობა: როკოკო, ნეოკლასიციზმი

მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე-ლებრენს ხშირად მოიაზრებდნენ მისი თანამედროვეს ადელაიდა ლები-ჟიარის კონკურენტად, მათ ნახატებსაც ერთმანეთს ადარებდნენ და ხან რომელს დასწამებდნენ მიმბაძველობას და ხან რომელს. თუმცა ყველაფერი მათ სქესს უნდა “დავაბრალოთ” – ორი აქტიური ქალი მხატვარი ერთ პატარა მე-18 საუკუნის საფრანგეთში…ჟანასაც გაუმართლა, მისი მამა მხატვარი გახლდათ, რომელმაც გააცნო ქალიშვილს ხატვის საბაზისო საწყისები, შემდეგ კი რამოდენიმე ცნობილ მხატვარს მიაბარა ოჯახმა კონსულტაციებისთვის. 1760 -წლებისთვის ვიჟე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. მისი სახელოსნო პატენტის მოთხოვნითაც კი განიხილეს.
ჟანას კიდევ ერთხელ გაუმართლა, როდესაც 1776 წელს ჟან ბატისტ პიერ ლებრენს გაყვა ცოლად – მხატვარს და ნახატებით მოვაჭრე-კოლექციონერს, რომელიც იწონებდა მეუღლის შემოქმედებას და მის განვითარებაზეც ზრუნავდა. მალე ვერსალში მიიწვიეს დედოფლის დასახატად! მარია ანტუანეტამ ძალიან მოიწონა მისი პორტრეტი და კიდევ მრავალი პორტრეტი დაუკვეთა. 1783 წელს კი თავად წარუძღვა მოთხოვნას მიეღოთ სამეფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც უკვე სწავლობდა ადელაიდა, თუმცა მიღება საკმაო სირთულეს წარმოადგენდა და დაშვებული კანონით მხოლოდ 4 ადგილი გამოყვეს ქალი-მოსწავლეებისთვის. 1780 წლიდან მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა და ქმნიდა მრავალი არისტოკრატის პორტრეტს და პეიზაჟებს. ამგვარად ვიჟემ თავი აარიდა საფრანგეთის რევოლუციას და მხოლოდ ნაპოლეონის პირადი მოწვევით დაბრუნდა საფრანგეთში. ვიჟე-ლებრენმა ნახატებთან ერთად მემუარებიც დაგვიტოვა, რომლებიც 1835-37 წლებში ქვეყნდებოდა, გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაგვიტოვა 660 პორტრეტი და 200 პეიზაჟი.

ძირითადად ხატავდა მარია ანტუანეტას! რომელსაც როკოკო სტილში გამოსახავდა.rvger

წყარო:angel.ge

რაფაელ სანტი

tbtgაღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების „რაინდის სიზმარი“, „სამი გრაცია“ და „პერუჯინოს პორტრეტი“. 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. „მადონა მწვანეში“(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), „მადონა მშვენიერი მებაღე“, „მჯდომარე მადონა“ (1516 წელი ფლორენცია, პიტის გალერეა), „დიდი ჰერცოგის მადონა“ და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში „მადონების პერიოდი“ უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას. 1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის „ხელმოწერის დარბაზი“, რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს „პოეზია“, „ღვთისმეტყველება“, „მართლმსაჯულება“ და „ფილოსოფია“. გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: „იულიუს მე-2 პორტრეტი“. რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად გობელენების ოსტატი და არქიტექტორიც იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 6 აპრილს, თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.P9T6D00Z

 

gf

უილიამ ჰოგარტი

(c) Sir John Soanes Museum; Supplied by The Public Catalogue Foundation
უილიამ ჰოგარტი მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მხატვარი,ილუსტრატორი და სატირული გრავიურების ავტორი იყო.
ბევრი თავისი ნამუშევარი მან მიუძღვნა ადამიანში უღირსი საქციელის აღმოფხვრას და მასში ღირსეულის განვითარებას.მისი ნამუშევრები ხშირად სერიოზულ ხასიათს ატარებს,რომლის დათვალიერებისას გვექმნება შთაბეჭდილება იმდროინდელი ინგლისის შესახებ.
„ვცდილობდი ჩემი ტილოები თეატრალური სცენებისათვის დამემსგავსებინა. ერთდროულად სასაცილო და აღმზრდელობითი ხასიათის კომპოზიციებში მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებების ჩვენება მონდოდა“
უილიამ ჰოგარტი
„ავტობიოგრაფიული ჩანაწერები“
მოკლე ბიოგრაფია
ჰოგარტი დაიბადა 1697 წლის 10 ნიემბერს სოფლის მასწავლებლისა და დიასახლისის ოჯახში.გაჭირვებამ ოჯახი იაძულა გადასახლებულიყო ლონდონში,სადაც მამამისი სტამბაში,ტიპობრაფიულ კორექტორად მუშაობდა.
უილიამმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა მხატვრობის ნიჭი.სკოლაში იყო სუსტი მოსწავლე,რადგან ძირითად დროს ხატვას უთმობდა.
1713 წელს ჰოგარტმა დაიწყო გრავიურის ლითონზე შესწავლა და როკოკოს გაცნობა.

1718 წელს მოუკვდა მამა და როგორც ოჯახის უფროსს შვილს მოუწია შეკვეთებზე მუშაობა ოჯახის სარჩენად.
1720 წელს მან გახსნა საკუთარი საგრავიურო სახელოსნო.მუშაობდა გრაფიკულ სატირებზე.
1720-30 წლებში მან ისწავლა წიგნის ილუსტრირების საფუძვლები და ამავე პერიოდში დაამთავრა თავისი პირველი ფერწერული ტილო.
1729 წელს ის დაქორწინდა ტორნჰილის ქალიშვილზე.ამ დროისთვის ხელი მიჰყო სალონის სურათების შესრულება,რომელიც იმ დროს კარგ ფასად იყიდებოდა.შემდეგში მან დაიწყო ოჯახური პორტრეტების შექმნა,სერიული ფერწერული ტილოების და გრავიურების გამოცემა,რითაც საქვეყნოდ ცნობილი გახდა.
1764 წელს მან გამოუშვა თავისი ბოლო გრავიურა და ამავე წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.ჰოგარტს სურდა ყოფილიყო ისტორიული ჟანრის მხატვარი,თუმცა ცნობილი გახდა როგორც სატირული ნამუშევრების შემქმნელი.მის სურათებში ხშირად გვხვდებიან სატირული პერსონაჟები. უილიამი ხშირად აკვირდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრებას და სააშკარაოზე გამოჰქონდა მათი მანკიერი მხარეები.იყო დიდი მორალისტი და სატირიკოსი,რომელიც ობიექტურეად ასახავდა იმდროინდელ მდგომარეობას.ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ„ტრიუმფალური მსვლელობა“

სურათზე გამოსახულია 1754 წელს ოქსფორდში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.მასზე,მთავარი პერსონაჟის სახით,გამოსახულია არჩევნებში გამარჯვებული,რომელიც მოწინააღმდეგე პარტიის წინაღობის გამო ვერ შევიდა პარლამენტში.vf„ტრიუმფალური მსვლელობა“

ჰოგარტი ფიქრობდა,რომ ხელოვნების ნიმუშებით შესაძლებელია ადამიანის ზნეობრივი აღზრდა.მისი ნამიშევრები – „მოდური ქორწინება“ „ლუდის ქუჩა“ „ფსკერზე“ „სურათი სურათში“ „ტრიუმფალური მსვლელობა“ „ფაუნტეინების ოჯახი“ მას მსოფლიოს უძლიერეს ფერმწერთა რიგებში აყენებს.
dy40lw